მიქელთაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა – „ნიუკასლ ჯეტსმა“ გასვლაზე ქულა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე გადაცემით „ნიუკასლ ჯეტსს“ გასვლაზე „პერტი გლორისთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა 2:2.
ქართველი თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ბექა დარცმელიას კი არ უთამაშია. მასპინძლებს 29-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ დევიდ უილიამსმა პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა, 44-ე წუთზე ლუკ ბოდნარმა „პერტ გლორი“ მაინც დააწინაურა 1:0.
59-ე წუთზე „ნიუკასლ ჯეტსმა“ წონასწორობა აღადგინა. ბექა მიქელთაძემ საჯარიმოსთან რენო პისკოპო მონახა, რომელმაც ზუსტი დარტყმით მასპინძლებს ეფექტური გოლი გაუტანა. 79-ე წუთზე მასპინძლები მარკ ბივერსმა ისევ დააწინაურა – 2:1. მაგრამ 88-ე წუთზე არჩი გუდვინმა თავური დარტყმით „პერტ გლორის“ კარი აიღო და გუნდს ქულა მოუპოვა 2:2.
That is 𝗪𝗢𝗥𝗟𝗗 𝗖𝗟𝗔𝗦𝗦 from Reno Piscopo 🤯
The @NewcastleJetsFC star puts it on a postage stamp to level things for his side!
Catch all the action LIVE on @ParamountPlusAU 📺
Piscopo delivers against Perth: https://t.co/NQhFWYqylx#PERvNEW #WeAreALeagues @IsuzuUTE pic.twitter.com/7cWwHNPutG
— Isuzu UTE A-League (@aleaguemen) February 4, 2023
ტურის მატჩი ჩაატარა ბაჩანა არაბულის „მაკარტურმა“, რომელიც გათამაშების ლიდერს, „მელბურნ სიტის“ ესტუმრა და 1:6 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ შესვენებაზე მწვრთნელმა შეცვალა.
ავსტრალიის A ლიგაში გამართული 15 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეტსი“ 18 ქულით მე-8 პოზიციაზეა, ხოლო „მაკარტური“ (18) მე-9 პოზიციას იკავებს.