მიქელთაძემ „როტორში“ დუბლი შეასრულა
მიქელთაძემ „როტორში“ დუბლი შეასრულა
ვოლგოგრადის „როტორში“ გადასულმა ბექა მიქელთაძემ თავი პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში დუბლით გამოიჩინა. ქართველმა თავი სადებიუტო შეხვედრაში, ნაციონალური ლიგის (პირველი ლიგის) თასის გათამაშებაში გამოიჩინა.
ტურნირი დიდად პრესტიჟული არ არის, მაგრამ გუნდები ფორმაში შესასვლელად იყენებენ. ვოლგოგრადის „როტორი“ მთავარი პრიზისთვის მებრძოლთან რიგებს გამოეთიშა და ახლა ბრძოლას მე-13 ადგილისთვის აგრძელებს.
„როტორი“ რეგიონული ლიგის მოსკოვის „როდინას“ შეხვდა. ორივე ქართველი – ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი ვოლგორადელთა ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ და გოლების ნახევარი გაიტანეს. „როტორმა“ 6:0 მოიგო, მიქელთაძემ მე-4 წუთზე (პენალტით)და 30-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ყიფიანმა – 47-ე წუთზე.