მიქელთაძემ „ნიუკასლს“ მოაგებინა - ავსტრალიაში ბომბარდირებს ქართველი ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT
მიქელთაძემ „ნიუკასლს“ მოაგებინა - ავსტრალიაში ბომბარდირებს ქართველი ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძე შეუჩერებელია. ავსტრალიის ჩემპიონატში 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ისევ გაიტანა და „ნიუკასლ ჯეტს“ სტუმრად საკმაოდ რთული მატჩის მოგებაში დაეხმარა 2:1.

ავსტრალიის ა ლიგაში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა, ქართველის გუნდი „ნიუკლასლ ჯეტსი“ კი გასვლაზე „მელბურნ ვიკტორის“ დაუპირისპირდა. ბექა მიქელთაძე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა.

თამაში სტუმრებისთვის ცუდად დაიწყო. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჯეიკ ბრიმერმამელბურნ ვიკტორი“ დააწინაურა. მაგრამ 57-ე წუთზე ქართველის თანაგუნდელმა, ვალენტინო იუელიმ წონასწორობა აღადგინა. 70-ე წუთზე „ნიუკლასლ ჯეტსმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც უნაკლოდ შეასრულა და უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული რიტუალი გაიმეორა – გოლი გარდაცვლილ მამას მიუძღვნა.

საბოლოოდ, „ნიუკასლ ჯეტსმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 2:1, 14 ტურის შემდეგ 15 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დაწინაურდა. პანდემიის გამო ავსტრალიაში დეკემბერსა და იანვარში ბევრი თამაში გადაიდო. ამიტომაა, ა ლიგის მე-14 ტურის მატჩები კი გაიმართა, მაგრამ გუნდების უმრავლესობამ 11-12 მატჩი ჩაატარა, ქართველის გუნდს კი მხოლოდ 10 მატჩი აქვს ნათამაშები და ერთი მოგებით მესამე ადგილზე დაწინაურების შანსი გააჩნია, ლიდერ „ვესტერნ იუნაიტედთან” (20 ქულა) კი ჩამორჩენას მინიმუმამდე შეამცირებს.

ბექა მიქელთაძემ 7 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ჩემპიონატში მეორეადგილოსან „მელბურნ სიტის“ თავდამსხმელს, ჯეიმს მაკლარენს დაეწია. მაგრამ ქართველმა მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა, როდესაც მისმა კონკურენტმა – 10 შეხვედრა.