მიქელთაძემ და ყიფიანმა „რუბინი“ დატოვეს
მიქელთაძემ და ყიფიანმა „რუბინი“ დატოვეს

ბექა მიქელთაძემ და ნიკა ყიფიანმა ყაზანის „რუბინი“ დატოვეს, – ინფორმაცია ყაზანური კლუბის ვებგვერდმა გაარვცელა.

„თავდამსხმელ ბექა მიქელთაძესა და ნახევარმცველ ნიკა ყიფიანს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურათ. გმადლობთ „რუბინში“ გატარებული პერიოდისთვის და გისურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერაში!“ – წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მიქელთაძე „რუბინს“ 2019 წლის ზაფხულში ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ შეუერთდა. 22 წლის ფეხბურთელმა გუნდის ფორმით 11 მატჩი ჩაატარა და რუსეთის პრემიელრიგის მე-2 ტურში მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ნიკა ყიფიანიც „რუბინში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. მან პრემიერლიგის სამი შეხვედრა გამართა. 2020 წლის თებერვლიდან ორივე მოთამაშე იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გადავიდა, რომელიც სეზონის შედეგებით რუსეთის პრემიერლიგაში დაწინაურდა.