მიქელთაძე „როტორთან“ ვერ ვარჯიშობს - ქართველი ფორვარდი ტრავმირებულია
მიქელთაძე „როტორთან“ ვერ ვარჯიშობს - ქართველი ფორვარდი ტრავმირებულია

ბექა მიქელთაძე რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში მოსკოვის „სპარტაკთან“ ვოლგოგრადის „როტორის“ სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდა.

რა გახდა ამის მიზეზი, ეს კითხვა ვოლგოგრადელთა მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე ხაცკევიჩს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

მიქელთაძეს მუხლის პრობლემა აქვს და ამიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. ამის გამო ახლა ის გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს,“ – განაცხადა ალექსანდრე ხაცკევიჩმა.

სეზონის დაწყებიდან რუსეთის პრემიერლიგაში 5 მატჩი გაიმართა, მიქელთაძემროტორის“ შემადგენლობაში 2 შეხვედრა ჩაატარა და ორივე შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა.