მიქაუტაძის წარმატებას ბელგიაში გამოეხმაურნენ - ქართველი ფორვარდით „გალათასარაი“ დაინტერესდა [ვიდეო] #1TVSPORT
მიქაუტაძის წარმატებას ბელგიაში გამოეხმაურნენ - ქართველი ფორვარდით „გალათასარაი“ დაინტერესდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ნახეთ ულამაზესი გოლი, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა“, – ასეთი სათაურით გამოეხმაურა ცნობილი ბელგიური საფეხბურთო გამოცემა walfoot 20 წლის ქართველი თავდამსხმელის წარმატებას.

„ბელგიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირმა თავისი პირველი საერთაშორისო გოლი გაიტანა. გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების ფორმით ოთხშაბათს ღამით რუმინეთს ამხანაგური მატჩში გაუტანა. ვილი სანიოლის გუნდმა ბუქარესტში 2:1 მოიგო. ეს მიქაუტაძის პირველი გოლი იყო ეროვნული ნაკრების ფორმით და, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი“, – წერს ბელგიური გამოცემა.

საქართველოს ნაკრების თავადამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სეზონის შემდეგ „სერენიდანფრანგური ლიგა 1-ის „მეცში“ დაბრუნდა, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლება ეკუთვნის და ახალი სეზონიდან საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

20 წლის თავდამსხმელი დასრულებულ სეზონში „სერენის“ ფორმით, ბელგიის პირველი ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა, საუკეთესო მოთამაშეთა გამოკითხვაში კი მეორე ადგილი დაიკავა. მიქაუტაძემ პლეი ოფში „ბევერენს“ ორ მატჩში 3 გოლი გაუტანა და მისი დამსახურებით, „სერენმა“ ბელგიის მთავარ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

თურქული „ფანატიკის“ მტკიცებით, მიქაუტაძით ფათიჰ თერიმი დაინტერესდა – პოპულარული გამოცემის ცნობით თურქული გრანდის, „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გადაბირება სურს. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ აპრილში ფრანგულ „მეცთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

დატოვე კომენტარი