მიქაუტაძის „ვილიარეალი“ შინ „ბეტისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ლა ლიგაში „ბეტისი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ანგარიშზე ამჯერად შედეგიანი მოქმედების ჩაწერა ვერ მოახერხა.
„ვილიარეალი“ 29-ე წუთზე მორენომ დააწინაურა, მაგრამ მერე უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს, კუჩოსა (39) და ნათანის (43) გოლებით თამაში შემოატრიალეს და საბოლოოდ „ბეტისმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა.
ლა ლიგაში გამართული 5 ტურის შემდეგ „ვილიარეალი“ 2 ქულით მე-18 პოზიციაზეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-6 ტურის მატჩი ჩაატარა „მეცმა“, რომელიც სტუმრად „რედ სტართან“ 0:1 დამარცხდა. გიორგი აბუაშვილი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.