მიქაუტაძის შოუ „პარიზთან“ - ქართველმა საფრანგეთში ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში ხანგრძლივი უგოლობის შემდეგ ნამდვილი შოუ ჩაატარა და „პარიზთან“ „მეცის“ გამარჯვებასა და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში მთავარი როლი ითამაშა 4:1.

მიქაუტაძემ ბოლოს თავი გამოიჩინა 30 აგვისტოს „როდეზთან“ ლიგა 2-ის მე-6 ტურის შეხვედრაში, როდესაც დუბლი შეასრულა.

მატჩის მე-11 წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა და გუნდი დააწინაურა. 22-ე წუთზე „პარიზის“ მცველი სამირ ჩერგი გააძევეს და მასპინძელთა კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ისევ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დაარტყა და „მეცის“ უპირატესობა გაზარდა 0:2.

კაცნაკლულმა „პარიზმა“ მორგან გილავოგის გოლით 28-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ 63-ე წუთზე ქართველის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა – „პარიზს“ გოლი ლამინ გუეიმ გაუტანა, 82-ე წუთზე კი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზურიკო დავითაშილი სათადარიგოებში იყო „ბორდოში“ და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა „პოსთან“ საშინაო შეხვედრაში, რომელიც მისი გუნდისთვის ცუდად დაიწყო – ჟირ ონდისტებმა ტაიმი წააგეს და ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გაათანაბრეს, მაგრამ სახლში ქულა ლიდერისთვის წარმატებად ვერ ჩაითვლება 1:1.

15 ტურის შემდეგ 21 ქულით „მეცი“ მე-8 ადგილზე დაწინაურდა და ლიდერებს მიუახლოვდა, ხოლო „ბორდო“ (27) მესამე ადგილზე დაქვეითდა.