მიქაუტაძის მორიგი გოლი - გიორგი მთავარ ლიგაშიც შეუჩერებელია #1TVSPORT
მიქაუტაძის მორიგი გოლი - გიორგი მთავარ ლიგაშიც შეუჩერებელია #1TVSPORT

საქართველო ნაკრებიდან „სერენში“ ტრავმით დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჯუპილერ ლიგაში ისევ გოლით გამოიჩინა თავი.

ქართველის გუნდი ბრიუსელში „უნიონს“ ესტუმრა, რომელიც გასულ სეზონში ბელგიის მთავარ ლიგაში მასთან ერთად დაწინაურდა. მე-10 ტურის გასვლით შეხვედრაში „სერენმა“ კარგად დაიწყო. სტუმრები აბდული იალოუმ 31-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო გიორგიმ 4 წუთში „სერენის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

სერენმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მთავარი გმირი „უნიონის“ იაპონელი ნახევარმცველი კაორუ მიტომა გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი (55. 76, 90) შეასრულა, ერთიც დანტე ვანზეირის (66) ანგარიშზეა, რომელიც პირველი ლიგის ბომბარდირთა დავაში ქართველის კონკურენტი იყო.

საბოლოოდ, „სერენმა“ 2:4 წააგო და 11 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-13 ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძემ ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდს სეზონის მსვლელობისას შეუერთდა, „სერენის“ საუკეთესო ბომბარდირს, იუსუფ მაზიზს დაეწია.

დატოვე კომენტარი