მიქაუტაძის „მეცმა“ მოიგო - გუნდის ლიგა 1-ში გადასვლა დავითაშვილის „ბორდოს“ შედეგზეა დამოკიდებული #1TVSPORT
მიქაუტაძის „მეცმა“ მოიგო - გუნდის ლიგა 1-ში გადასვლა დავითაშვილის „ბორდოს“ შედეგზეა დამოკიდებული #1TVSPORT

გიორგი მიქუტაძისმეცმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ის გადამწყვეტ ტურში „ბასტიას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა, მაგრამ ჯერ უცნობია, ფრანგული ფეხბურთის ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა თუ არა.

მეცის“ მეტოქე „ბასტია“ მეოთხე ადგილზე იყო და გადასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ წინა ტურის საშინაო მატჩში ლიდერ „ჰავრს“ ქულა წაართვა (1:1) და მასპინძლებს ამჯერადაც დიდ წინააღმდეგობას უწევდა. თუმცა, 31-ე წუთზე მასპინძლებმა მიზანს მიაღწიეს – ანგარიში შეიხ საბალიმ გახსნა, 55-ე წუთზე კი „მეცის“ უპირატესობა იუსუფ მაზიზმა გაზარდა.

ბასტიამ“ გაიბრძოლა და 68-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ შვიდ წუთში მაზიზმამეცის“ უპირატესობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდა. 81-ე წუთზე მიქაუტაძე შეცვალეს, ხუთ წუთში კი „ბასტიას“ თავდამსხმელმა, კევინ შურიმ სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

საბოლოოდ, მიქაუტაძის „მეცმა“ 3:2 მოიგო და საფრანგეთის ლიგა 2-ში 72 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ ჯერ უცნობია ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა თუ არა, რადგან ტურის მატჩი ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ (69) და „როდეზს“ შორის შეწყდა. შესაძლოა, ქართველის გუნდს წაგება ჩაეთვალოს. „მეცის“ დაწინაურებაც ამ შედეგზე იქნება დამოკიდებული. პირველ ადგილზე კი „ჰავრი“ (75) გავიდა.

გიორგი მიქაუტაძემ კი სეზონი 23 გოლით + რვა საგოლე გადაცემით დაასრულა და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.