მიქაუტაძის „ლიონმა“ „ნიცა“ ლაკაზეტის ჰეთთრიკით დაამარცხა #1TVSPORT
მიქაუტაძის „ლიონმა“ „ნიცა“ ლაკაზეტის ჰეთთრიკით დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურის დაპირისპირებაში „ნიცას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 4:1.

მატჩის გმირი ალექსანდრ ლაკაზეტი გახდა, რომელმაც მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა. მართალია, „ნიცას“ თავდამსხმელმა სოფიან დიუპმა (22) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ლაკაზეტმა (41) მასპინძლები ისევ დააწინაურა, ხოლო ჯორდან ბერეტუმ (44) „ლიონის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

მეორე ტაიმში საბოლოო ანგარიში ისევ ლაკაზეტმა დააფიქსირა, რომელმაც 69-ე წუთზე პენალტი უნაკლოდ შეასრულა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ სათადარიგოებში იყო და მოედანზე 71-ე წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად შევიდა. გიორგიმ 87-ე წუთზე კარგი მომენტი შექმნა, როდესაც დასარტყმელ პოზიციაზე ერნესტ ნუამა გაიყვანა, მაგრამ თავდამსხმელმა მეკარეს ვერ აჯობა.

„ლიონმა“ 22 ქულა დააგროვა, „ნიცას“ (20) გადაასწრო მე-5 ადგილზე დაწინაურდა.