მიქაუტაძის „ლიონმა“ მესამეადგილოსანი „ნიცა“ დაამარცხა #1TVSPORT
მიქაუტაძის „ლიონმა“ მესამეადგილოსანი „ნიცა“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ნიცას“ ესტუმრა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ამჯერად სათადარიგოთა შორის მოხვდა და მოედანზე მხოლოდ 77-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს ანგარიში 0:0 იყო, მთავარი ამბები კი ამის შემდეგ მოხდა.

ანგარიში ქართველთან ერთად შეცვლაზე შესულმა რაინ ჩერკიმ ზუსტად ერთ წუთში გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე განელმა ერნესტ ნუამამ ეფექტური გოლით სტუმართა უპირატესობა გაზრადა.

ლიგა1-ში გამართული 25 ტურის შემდეგ „ლიონი“ მე-6 ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირა.