მიქაუტაძის „ლიონმა“ „ბრესტთან“ თამაში ვერ გადაარჩინა #1TVSPORT
მიქაუტაძის „ლიონმა“ „ბრესტთან“ თამაში ვერ გადაარჩინა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ბრესტს“ ესტუმრა და დაძაბულ დაპირისპირებაში 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე გავრცელებული ხმების მიუხედავად, მიქაუტაძე საფრანგეთში რჩება და ლიგა1-ის მე-17 ტურის შეხვედრაში მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის კი 3 გოლი გასული იყო.

„ბრესტმა“ თამაში დამაჯერებლად დაიწყო, კამარას და აჟორკეს გოლებით სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. „ლიონს“ თამაშის გადარჩენის შანსი 45+2-ე წუთზე გაუჩნდა, როდესაც ვერეტუმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

თუმცა, „ლიონმა“ მეტი ვეღარ მოახერხა და ლიგა 1-ში გამართული 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დარჩა.