მიქაუტაძეს საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„მეცის“ ქართველ თავდამსხმელს კუთვნილი პრიზი ჩემპიონატის ბოლო, 38-ე ტურში „ბასტიასთან“ მატჩის დაწყებამდე, საფრანგეთის პროფლიგის წარმომადგენელმა სტადიონზე გადასცა.
👑 L’attaquant messin Georges Mikautadze a reçu son trophée de meilleur buteur de @Ligue2BKT, lui qui a fait trembler les filets 23 fois cette saison ! pic.twitter.com/3ukUNLwd0R
— Ligue 2 BKT (@Ligue2BKT) June 2, 2023
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. გარდა იმისა, რომ სეზონის მოთამაშედ დაასახელეს, 23 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და რვა საგოლე გადაცემით კი რჩეულ ასისტენტებში მეორე ადგილზეა.
ქართველი მოთამაშის შეძენა არაერთ გუნდს სურს. მიქაუტაძის ტრანსფერით ყველაზე მეტად ინგლისის პრემიერლიგაში დაწინაურებული „ბარნლი“ დაინტერესდა, რომელიც მზად არის, „მეცს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.