მიქაუტაძეს კამპანი „ბარნლიში“ ისევ იწვევს - ინგლისელებს 13 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ #1TVSPORT
მიქაუტაძეს კამპანი „ბარნლიში“ ისევ იწვევს - ინგლისელებს 13 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ #1TVSPORT

პრემიერლიგაში დაწინაურებულ „ბარნლის“ 13 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს, ზაფხულში „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გადაყვანას თუ მოინდომებს, – ქართველი თავდამსხმელის შესახებ წერილს Hitc.com-ი აქვეყნებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვენსან კომპანის (მთავარი მწვრთნელი) გუნდი ჩემპიონშიფის გამარჯვებული გახდა, რა თქმა უნდა, „ბარნლიში“ შემადგენლობის გასაძლიერებლად ზაფხულში ბევრი სამუშაო ექნებათ.

ეშლი ბარნსთან კონტრაქტის და „საუთჰემპტონთან“ ნატან ტელას იჯარის ამოწურვის გამო, „ბარნლი“ სეზონის ბოლოს თავის ორ ყველაზე მნიშვნელოვან თავდამსხმელს დაკარგავს. ბარნსი იყო ვენსან კომპანის მთავარი ცენტრფორვარდი სეზონის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, ხოლო ტელაზე მეტი გოლი არავის გაუტანია. ორივე მათგანის ჩანაცვლება იქნება საჭირო. აქ კი საქმეში მიქაუტაძე ერთვება. ფრანგული წარმოშობის ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის საფრანგეთის მეორე ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში კომფორტული უპირატესობით ლიდერობს.

„ბარნლიში“ მიქაუტაძე დიდი ხანია, მოწონთ. გასულ ზაფხულში ქართველ თავდამსხმელში მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდნენ, მაგრამ გუნდები ვერ შეთანხმდნენ. კომპანიმ 2022 წლის აგვისტოში აღიარა, რომ მიქაუტაძე მისი სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა „ბარნლიმ“ „მეცის“ ფინანსური მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა.

„რამდენიმე მოთამაშე ჩვენი ფინანსური დიაპაზონის მიღმა დარჩა. ჩვენთვის (მიქაუტაძე) არის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენი ბიუჯეტით ვერ შევწვდებით.

ფრანგი რეპორტიორი მოჰამედ ტუბაჩი Twitter-ზე წერს, რომ „მეცი“ გიორგი მიქაუტაძეში 15 მილიონ ევროს ითხოვს. თუმცა, საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლის შემთხვევაში მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, რაც ძალიან რთული იქნება.

როგორც ვარაუდობდნენ, „ბარნლი“ „მეცის“ თავდამსხმელით ისევ დაინტერესდა, მაგრამ ამჯერად მოუწევთ უფრო დიდი თანხის გაღება. თუმცა, პრემიერლიგის შემოსავლებიდან გამომდინარე, ვენსან კომპანის ახლა გაცილებით მეტი ფინანსები ექნება, ვიდრე 12 თვის წინ“, – წერს Hitc.com-ი.