მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა - „მეცმა“ ქულები დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ „მეცმა“ „გენგამთან“ გასვლით შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 1:1.

ქართველი თავდამსხმელის გუნდისთვის, რომელიც ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის, „გენგამთან“ გასვლით მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გიორგიმ 21-ე წუთზე გუნდი დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და მე-60 წუთზე გაეტან კურტეს გოლით წონასწორობა აღადგინეს.

36 ტურის შემდეგ „მეცმა“ 66 ქულა დააგროვა, ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ უკვე სამი ქულით ჩამორჩება და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო ექვს მატჩში რვა გოლი გაიტანა, სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 23 გოლი და რვა საგოლე გადაცემაა.