მიქაუტაძემ პლეი ოფში ისევ გაიტანა - „სერენმა“ პირველი მატჩი ქართველის გოლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩში „მოლენბეკს“ გასვლაზე გაუტანა და „სერენს“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უდიდესი შანსი მიეცა.

სერენი“ ბელგიის ჩემპიონატში მე-17 ადგილზე გავიდა და ლიგაში დასარჩენად პლეი ოფში „მოლენბეკსორმატჩიან რაუნდში დაუპირისპირდა – 23 აპრილს პირველი მატჩი ქართველი თავდამსხმელის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა.

გიორგი მიქაუტაძე „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ანგარიში სწორედ მან გახსნა. 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქეს პირველი ტაიმის ბოლოს, 45-ე წუთზე იუსუფ მასიზის გადაცემით გაუტანა და „სერენი“ დააწინაურა.

„გასახდელში“ გაყოლილი გოლი მასპინძლებისთვის რთული ფსიქოლოგიური დარტყმა გამოდგა. „მოლენბეკი“ მთელი მეორე ტაიმი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ქართველის გუნდმა ორმატჩიან დაპირისპირებაში უპირატესობა მოიპოვა 0:1.

სერენს“ ბელგიის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მეორე შეხვედრაში ფრეც ჰყოფნის. გუნდი პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში „მოლენბეკს“ 30 აპრილს საკუთარ მოედანზე მიიღებს.