მიქაუტაძემ „პარიზსაც“ გაუტანა, მის ანგარიშზე უკვე 20 გოლია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა – ქართველმა თავდამსხმელმა ამჯერად „პარიზის“ კარი აიღო.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში ქართველის გუნდი „მეცი“ „პარიზს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და თამაში ცუდად დაიწყო. მე-13 წუთზე ანგარიში სტუმართა ფეხბურთელმა, მორგან გილავოგიმ გახსნა.

თუმცა, „მეცმა“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. მე-19 წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი მიქაუტაძემ შეასრულა – 1:1.

ეს ქართველი თავდამსხმელის მე-20 გოლია ლიგა 2-ში და მიქაუტაძე ჩემპიონატის უპირობო ბომბარდირია. ამას გარდა, 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე შვიდი საგოლე გადაცემაა.