მიქაუტაძემ „მეცთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა - „ეკიპის“ აზრით, ქართველი ბელგიაში კარგად ერთობა #1TVSPORT
მიქაუტაძემ „მეცთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა - „ეკიპის“ აზრით, ქართველი ბელგიაში კარგად ერთობა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძისა და „მეცის“ თანამშრომლობა გაგრძელდა. 20 წლის თავდამსხმელმა, რომელიც იჯარით ბელგიის პირველი ლიგის „სერენში“ თამაშობს, ფრანგულ „მეცთან“ (ვისაც მისი კონტრაქტი ეკუთვნის) ხელშეკრულება კიდევ ორი წლით განაახლა და ახლა კლუბს მისი სატრანსფერო უფლებება 2025 წლის ივნისამდე ეკუთვნის – ამის შესახებ ინფრომაციას „მეცის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ლიონში გაზრდილმა ფეხბურთელმა „მეცთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2019 წლის დეკემბერში გააფორმა, პირველი დღის მატჩი „ნიცასთან“ ითამაშა. 2019-2020 წლების სეზონში თავდამსხმელმა სარეზერვო გუნდის ნაციონალურ 2–ში დაბრუნებას შეუწყო ხელი. მიქაუტაძე გასულ ივნისს „მეცის“ პარტნიორ კლუბში, ბელგიურ „სერენში“ იჯარით გადავიდა და 18 მატჩში 18 გოლით გამოიჩინა თავი. გუნდის დამაჯერებელ სეზონს ატარებს, რომელიც ამჟამად ბელგიის მეორე დივიზიონში მეორე ადგილზეა,“ – წერს „მეცის“ ოფიციალური გვერდი.

გიორგი მიქაუტაძე

დაიბადა 2000 წლის 31 ოქტომბერს ლიონში.

სიმაღლე: 176 სმ.

წონა: 71 კგ.

პოზიცია: თავდამსხმელი

საბავშვო გუნდები

„გერლანდი“, ლიონის „ოლიმპიკი“, „სენტ-პრიესტი“

პროფესიული კარიერა

„მეცი“ (2019 წლიდან, 1 მატჩი), „სერენი“ (იჯარა, 2020-2021, 18 მატჩი, 18 გოლი)

კონტრაქტის გახანგრძლივებას პოპულარული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ გამოეხმაურა: „მიმდინარე სეზონში „მეცის“ შვილობილი გუნდს „სერენში“, რომელიც ბელგიის მე -2 დივიზიონში თამაშობს, მიქაუტაძემ, ფაქტობრივად, ერთობა – მან 18 მატჩში 18 გოლი გაიტანა!“.