მიქაუტაძემ „მეცში“ პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
მიქაუტაძემ „მეცში“ პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე, „სერენის“ ყოფილი თავდამსხმელი ფრანგულ კლუბში, ლიგა1-ის „მეცში“ დაბრუნდა და როგორც ჩანს, გუნდს უკვე კარგად მოერგო, რადგან პირველივე მოსამზადებელ მატჩში გოლი გაიტანა.

ნანსი-ლოტარინგიასთან“ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა, რომელიც გასულ სეზონში ბელგიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თავი უკვე „მეცშიც“ გამოიჩინა – ფრანგების ქართველმა შემტევმა გუნდის სამი გოლიდან ანგარიშზე ერთი ჩაიწერა.

მეცმა“„ნანსი-ლოტარინგიასთან“ შეხვედრა 3:2 მოიგო. მიქაუტაძე „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე, როდესაც მეტოქე 1:0-ს იგებდა, ანგარიში გაათანაბრა. დანარჩენი ორი გოლი მეტოქის კარში ლენი ჯოზეფმა გაიტანა.

20 წლის მიქაუტაძის ტრანსფერი ფრანგულ „მეცს“ ეკუთვნის. გასულ სეზონში „სერენში“ იჯარით ითამაშა, რეგულარული სეზონის ბომბარდირი გახდა და შემდეგ „ვაასლანდ-ბევერენთანორმატჩიან პლეიოფში (1:1, 5:2) 3 გოლი გაიტანა და გუნდის მთავარ ბელგიურ ლიგაში, ჯუპერ ლიგაში გადაყვანაში დიდი როლი ითამაშა.

ბელგიაში სეზონის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ კლუბში დაბრუნდა და „მეცში“ ლიგა 1-ის სეზონისთვის ემზადება.