მიქაუტაძემ „ლივერპულს“ გაუტანა, კვარაცხელია ტრავმის გამო შეცვალეს [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ქართველების მონაწილეობით გამართული მატჩები სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ შინ „ბარსელონას“ 4:2 მოუგო. ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი რეალური მომენტი მე-2 წუთზე შექმნა – მისი დარტყმის შემდეგ კატალონიელები ძელმა გადაარჩინა. ხვიჩა აქტიურობდა და გოლის გატანც შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, 59-ე წუთზე დაშავდა და მოედანი დატოვა. რა სიმძიმისაა მისი ტრავმა, ჯერჯერობით უცნობია.

ფრანგები დეზირე დუემ ეფექტური გოლით დააწინაურა. „ბარსელონამ“ 55-ე წუთზე ესპარტის ზუსტი დარტყმით ანაგრიში გაათანაბრა. 72-ე წუთზე პარიზელები ლუკა ერნანდესმა ისევ წინ გაიყვანა. მართალია, ლამინ იამალმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ვიტინიამ (81) და რუისმა პარიზელებს (86) გამარჯვება მოუტანეს – 4:2.
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ენფილდზე“ „ლივერპულს“ ესტუმრა და 3:4 დამარცხდა. მე-4 წუთზე ანგარიში ქართველმა თავდამსხმელმა გახსნა, კარდონამ (29) კი სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ინგლისელებმა მაკალისტერის დუბლით (36, 65), არაუხოსა (45+2) და ვირტცის (68) გოლებით თამაში შემოატრიალეს. საბოლოო ანგარიში კი ესპანელების კანადელმა ლეგიონერმა, ოლივასეიმ დააფიქსირა.