მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - „მეცმა“ ქართველის გოლით „ჰეერენვენი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა „მეცში“, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდების ჩემპიონატში მოთამაშე „ჰეერენვენს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

მიუხედავად სატრანსფერო ჭორებისა, გიორგი მიქუტაძე ფრანგულ კლუბში ემზადება. გიორგი ნიდერლანდებში გამართულ შეხვედრაში „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ „მეცი“ მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაწინაურდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს საგოლე შანსი 52-ე წუთზე გაუჩნდა, გიორგიმ გაიტანა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ეს ორივე გუნდისთვის ახალი სეზონის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი იყო. საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებული „მეცი“ 13 აგვისტოს პირველ ტურში სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება.