მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - „მეცის“ ქართველი ლიგის ბომბარდირებში დაწინაურდა #1TVSPORT
მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - „მეცის“ ქართველი ლიგის ბომბარდირებში დაწინაურდა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლით გამოიჩინა თავი და ბომბარდირებში დაწინაურდა, მისმა „მეცმა“ კი მორიგი მატჩი მოიგო.

მეცმა“ შინ „რუანს“ უმასპინძლა – გიორგი მიქაუტაძე მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში არ იყო. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, 90+2 წუთზე კი მორიგი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირა – 2:0 „მეცის“ სასარგებლოდ.

მორიგი თამაში ჩაატარა „ბორდომაც“ – ზურიკო დავითაშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ამიენი“ მიიღო. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. „ბორდო“ იგებდა, მაგრამ 90+2-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს და „ბორდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება ხელიდან გამოაცალეს.

19 ტურის შემდეგ „მეცი“ 31 ქულით მიმდინარე სეზონში პირველად დაწინაურდა მესამე ადგილზე და მეორეადგილოსანბორდოსთან“ (33) სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. გიორგი მიქაუტაძემ 18 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ლიგის ბობარდირთა დავაში მხოლოდ დავითაშვილის თანაგუნდელ ჯოშ მაიას (10 გოლი) ჩამორჩება. მიქაუტაძე კიდევ სამ მოთამაშესთან ერთად მეორე-მეხუთე ადგილს ინაწილებს.