მიქაუტაძემ ისევ გაიტანა და ბომბარდირებში გალიდერდა - „მეცი“ ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის #1TVSPORT
მიქაუტაძემ ისევ გაიტანა და ბომბარდირებში გალიდერდა - „მეცი“ ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა და „მეცს“ ჩემპიონატში „ნიმთან“ შეხვედრის მოგებაში დაეხმარა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურის მატჩი „მეცმა“ საკუთარ მოედანზე ჩაატარა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 29-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ „მეცის“ უპირატესობა 67-ე წუთზე იუსუფ მაზიზმა გაზარდა, რომელიც ბელგიურ „სერენში“ იჯარით ქართველ თავდამსხმელთან ერთად თამაშობდა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ქართველის გუნდმა 2:0 მოიგო.

გიორგი მიქაუტაძემ 24 შეხვედრაში უკვე 12 გოლი გაიტანა და ლიგის ბომბარდირთა დავაში გალიდერდა. „მეცი“ კი 25 ტურის შემდეგ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიგა1-ში გადასვლის შანსი გააჩნია.

ასევე ლიგა 1-ს უმიზნებს ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“, რომელიც ტურის მატჩს 27 თებერვალს გასვლაზე „ამიენთან“ გამართავს.