მიქაუტაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა - „სერენი“ ბელგიის თასის შემდეგ ეტაპზეა [ვიდეო] #1TVSPORT
მიქაუტაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა - „სერენი“ ბელგიის თასის შემდეგ ეტაპზეა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „სერენში“ დაბრუნდა და ბელგიის თასის 1/16-ფინალის სათასო შეხვედრაში თავი გასაოცარი შედეგიანობით გამოიჩინა.

ბელგიურ კლუბში ფრანგული ლიგა 1-ის „მეციდან“ ჩასულმა ქართველმა თავდამსხმელმა „ლოკერენ-ტემზას“ დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – „სერენმა“ ბელგიის თასის შესარჩევი ეტაპის ეს მატჩი 3:0 მოიგო, სამივე გოლი მიქაუტაძის ანგარიშზეა.

გიორგიმ ბელგიის ჩემპიონატში გუნდის ფორმა ლიეჟის „სტანდარტთან“ მატჩში მოირგო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა თავი ვერ გამოიჩინა. ბელგიის მეორე დივიზიონის „ლოკერენ-ტემზას“ პირველ ტაიმში ერთხელ გაუტანა, შესვენების შემდეგ კი მეტოქის კარი ორჯერ აიღო და „სერენი” ბელგიის თასის 1/8-ფინალში გაიყვანა.

საერთოდ, აღსანიშნავია, რომ 20 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ბელგიის თასზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „სერენში“ გასულ სეზონში გამოდიოდა და 23 მატჩში გატანილი 22 გოლით გუნდის ბელგიის მთავარ ლიგაში დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა.

დატოვე კომენტარი