მიქაუტაძემ გაიბრწყინა და „სერენი“ ბელგიის ელიტარულ ლიგაში გადაიყვანა - ქართველმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა #1TVSPORT
მიქაუტაძემ გაიბრწყინა და „სერენი“ ბელგიის ელიტარულ ლიგაში გადაიყვანა - ქართველმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჯუპილერ ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის მატჩი შესანიშნავად ჩაატარა, „სერენს“ მატჩის დამაჯერებლად მოგებაში დაეხმარა და 25 წლის შემდეგ ბელგიის მთავარ ლიგაში დააბრუნა.

საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელის გუნდმა „სერენმა“ „ვასლანდ-ბევერენთან“ საშინაო არენაზე შეხვედრა 1:1 დაასრულა (გოლი მიქაუტაძემ გაიტანა) და ცხადია, გასვლით განმეორებით მატჩში აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ამას ისიც დაემატა, რომ თამაში „ვასლანდ-ბევერენმა“ უკეთ დაიწყო და მიხაილ ფრეიმ პენალტით მე-15 წუთზე მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძემ სწრაფად, 22-ე წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრა, ხოლო 45+4-ე წუთზე „სერენი“ ბრაჰიმ საბუნიმ წინ გაიყვანა. დანიელ სინანიმ 51-ე წუთზე სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო და ანგარიში 2:2 გახდა.

ამ რთულ ვითარებაში მიქაუტაძემ ლიდერული თვისებები გამოავლინა. 62-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, რომლითაც ფეი ვაგანემ ისარგებლა და „სერენი“ კიდევ ერთხელ დააწინაურა. 70-ე წუთზე მიქაუტაძემ „ვასლანდ-ბევერენის“ კარი მეორედ აიღო და დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი 90+5-ე წუთზე ანტონი ბერნიემ დასვა და „სერენმა“ 5:1 მოიგო, ორი მატჩსი ჯამში კი 6:3 (5:2, 1:1).

გუნდი ბელგიის ჯუპილერ ლიგაში გადავიდა და სეზონის მთავარი სენსაციის ავტორი გახდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის ქართველი ბელგიის სეზონის ნამდვილი აღმოჩენად გადაიქცა. გიორგიმ სეზონი 19 გოლით და ლიგის ბომბარდირის სტატუსით დაასრულა, ხოლო პლეი ოფის ორივე მატჩში „სერენის“ გოლების ნახევარი (3 გოლი) გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ შეხვედრით გიორგი მიქაუტაძე „სერენს“ დაემშვიდობა, საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცს“ დაუბრუნდება და მომავლ სეზონს მთავარ ფრანგულ ლიგაში ჩაატარებს.