მიქაუტაძემ ევროპა ლიგაზე გაიბრწყინა - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ლიგის პლეი ოფში ბუქარესტის „სტიაუასთან“ გაიბრწყინა, ორი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და „ლიონის“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა, რომელიც გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა – 4:0.
„ლიონმა“ ბუქარესტში „სტიაუა“ 3:1 დაამარცხა და წყვილის ფავორიტად მიიჩნეოდა. გუნდმა საშინაო კედლებში კიდევ უფრო დამაჯერებლად ითამაშა. პაულო ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძე ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა და ქართველმა თავდამსხმელმა მწვრთნელს იმედები სრულად გაუმართლა.
გიორგი მე-14 წუთზე ორ მცველს გასცდა და ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა. 32-ე წუთზე მისი გადაცემით ერნეტს ნუამამ მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა. მიქაუტაძემ შესვენების შემდეგ დუბლი შეასრულა – მან რუმინელების კარი 47-ე წუთზე აიღო, ხოლო 88-ე წუთზე მისი გადაცემით ნუამამაც დუბლი მიითვალა.
„ლიონმა“ ორი მატჩის ჯამში „სტიაუა“ 7:1 (3:1, 4:0) დაამარცხა და ევროპის ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება. გიორგი მიქაუტაძეს კი მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში „ჩელსის“ ესტუმრა, პირველი მატჩის მსგავსად (1:2) მეორე შეხვედრაც დათმო (0:1) და გათამაშებას გამოეთიშა. საქართველოს ნაკრების მცველი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.