მიქაუტაძე ტრავმის შემდეგ ეფექტური გოლით დაბრუნდა და „სერანს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
მიქაუტაძე ტრავმის შემდეგ ეფექტური გოლით დაბრუნდა და „სერანს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე „სერანის“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

მიქაუტაძის გუნდმა სახლში „დაინცეს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი კი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი პირველი ტაიმის დასაწყისში, მე-14 წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა. ეს გიორგისთვის მე-19 გოლია ჩემპიონატში და ამ მაჩვენებლით ის პირველ ადგილზე დანტე ვანზეირთან ერთად იმყოფება.

რაც შეეხება „სერანს“, გუნდი 26 ტურის შემდეგ 48 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.