მიქაუტაძე „სერენს“ დაუბრუნდა - მასში არაფერია ლოგიკური, მეტოქეებს სწორედ ეს აბნევთ #1TVSPORT
მიქაუტაძე „სერენს“ დაუბრუნდა - მასში არაფერია ლოგიკური, მეტოქეებს სწორედ ეს აბნევთ #1TVSPORT

20 წლის გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზის შემდეგ „სერენში“ დაბრუნდა, სადაც იჯარით კიდევ ერთ სეზონს გაატარებს, მაგრამ ამჯერად ბელგიურ მთავარ საფეხბურთო ლიგაში ითამაშებს, სადაც ლოთარინგიულიმეცის“ შვილობილი გუნდი დაწინაურდა.

მიქაუტაძე, რომელიც გასულ სეზონში ასევე იჯარით გამოდიოდა „სერენში“, ახალ სეზონში ბელგიურ კლუბში დააბრუნეს, რადგან სათამაშო პრატქიკა არ ჰქონდა ფრანგული ლიგა ა-სმეცში“, რომელთანაც მისი კონტრაქტი ძალაში 2025 წლამდეა.

„მას აქვს გოლის უჩვეულო ალღო, რომლის ახსნაც შეუძლებელია. ის ძალიან ჭკვიანი და გამოუცნობი თავდამსხმელია. მასში არაფერი ლოგიკური არ არის. მეტოქეებს სწორედ ეს აბნევთ“, – ასე გამოეხმაურა „სერენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ჟორჯი კონდომი ქართველი თავდამსხმელის გუნდში დაბრუნებას.

გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში ბელგიის პირველი დივიზიონის „სერენში“ თამაშობდა და გუნდის ელიტურ ლიგაში გადასვლაში უდიდესი როლი ითამაშა. 20 წლის თავდამსხმელმა გაიტანა 22 გოლი 23 თამაშში, მათ შორის პლეი ოფის მატჩებში. ამჟამად „სერენი“ ბელგიურ ჯუპილერლიგაში (უმაღლესი ლიგა) მეცხრე პოზიციაზეა.