მიქაუტაძე საუკეთესოა - Whoscored-მა „მარსელთან“ მატჩის გმირად ქართველი დაასახელა #1TVSPORT
მიქაუტაძე საუკეთესოა - Whoscored-მა „მარსელთან“ მატჩის გმირად ქართველი დაასახელა #1TVSPORT

„მეცის“ და „მარსელის“ შეხვედრაში ფრანგულმა მედიამ და საერთაშორისო ვებპორტალებმა გიორგი მიქუტაძე გამოარჩიეს.

სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა (2:2) ქართველის გუნდმა 10 კაცით დაასრულა, მაგრამ „მეცმა“ და ქართველმა თავის გამოჩენა სწორედ იმ დროს შეძლეს, როდესაც მოთამაშე გაუგდეს.

Republicain-lorrain-ი – აჯანყება საბალმა და მიქაუტაძემ წამოიწყეს

„მეცმა“ გამოიჩინა გამბედაობა და „მარსელთან“ დამსახურებული ქულა მოიპოვა. ამის შანსი პირველ ტაიმში თითქმის არ ჩანდა, რადგან „მარსელი“ დომინირებდა, მაგრამ მიქაუტაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა. მან ხელიდან არ გაუშვა შანსი და ლიგა1-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა. დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ „მარსელის“ მეკარემ სხვაგვარად გადაწყვიტა.

Moselle.tv-ი – „მეცი“ უზარმაზარი გულით „მარსელის“ წინააღმდეგ

საოცარი, ეპიკური, დასამახსოვრებელი მატჩი. ათი ფეხბურთელით დარჩენილმა „მეცმა“, რომელიც აგებდა, სეზონში პირველი ქულა მარსელის „ოლიმპიკთან“ დამსახურებულად (2:2) და ვაჟკაცური თამაშით მოიპოვა.

10 კაცით დარჩენილი ლასლო ბოლონის გუნდი არ დანებდა. პირიქით, შემდეგ შეხვედრა ირაციონალურ გახდა. 25 მეტრიდან შეიკ საბალმა მოულოდნელი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ექვსი წუთის შემდეგ „სენ-სიმფორიენი“ მისი მეფის დარტყმისგან აფეთქდა – გიორგი მიქაუტაძემ კონტრშეტევაზე ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა და „მეცი“ დააწინაურა.

შეხვედრის დასასრული აბსოლუტურად გიჟური იყო. ვიტინიამ ანგარიში ისევ გაათანაბრა. დამატებული ცხრა წუთის მიუხედავად, მასპინძლებმა შეინარჩუნეს ფრე, რომელიც „მარსელის“ დამარცხებას ჰგავდა. სრულიად განსხვავებულია იყო ეს ქულა „მეცისთვის“, რომელმაც განსაკუთრებული გამძლეობა გამოიჩინა.

რა თქმა უნდა, „მეცი“ ლიგა 1-ში ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეების გუნდი არ არის, მაგრამ ამ კეთილშობილებითა და სითამამით გულშემატკივრების სიყვარული შეუძლია, მოიპოვოს. „მეცის“ ფანები არ დაივიწყებენ ამ საღამოს, როცა ყველა ემოცია განიცადეს და ახლა გუნდისგან მეტს მოითხოვენ.

Whoscored-ი – საუკეთესო მოედანზე

გიორგი მიქაუტაძეს Sofascore-მ „მეცში“ საუკეთესოდ დაასახელა. საერთაშორისო საფეხბურთო ინტერნეტპორტალმა ქართველ თავდამსხმელის თამაში 7,6 ქულით შეაფასა.

ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა Whoscored-მა კი 22 წლის ქართველი თავდამსხმელის გრაფაში 7,9 ქულა დაწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.