მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ტურის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ტურის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – ამის შესახებ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ეს არის „მეცის“ თავდამსხმელი – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მესამე ტურია თავისი ნიჭით ბრწყინავს“, – ასე გამოეხმაურა ქართველი ფეხბურთელის თამაშს ლიგა 2-ის ოფიციალური ვებგვერდი.

„მე-3 ტურის მოთამაშე – გიორგი მიქაუტაძე (მეცი). შაბათს „ვალანსიენთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში, „მეცი“ კიდევ ერთხელ დაეყრდნო კარგ გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც უკვე სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა“, – ასე დაასაბუთა ლიგის ვებგვერდმა ქართველზე გაკეთებული არჩევანი.

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა – ლიგა 2-ის მე-3 ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდმა „მეცმა“ „ვალანსიენს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად გაიმარჯვა 2:0. გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლინიმ კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 89 წუთი ათამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 86-ე წუთზე ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – მიქაუტაძემ ორი მცველი ეფექტურად ჩამოიცილა, მეკარე ბურთს კი შესწვდა, მაგრამ გუნდი მაინც ვერ გადაარჩინა.

3 ტურის შემდეგ „მეცმა“ 6 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძემ კი 3 ტურში 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა დააგროვა და კიდევ 5 მოთამაშესთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ის სამ ტურში ორჯერ გუნდის ფანებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

დატოვე კომენტარი