მიქაუტაძე-რაფაელოვის დუელი არ შედგა - „სერენმა“„ანდერლეხტთან“ მტკივნეული მარცხი განიცადა #1TVSPORT
მიქაუტაძე-რაფაელოვის დუელი არ შედგა - „სერენმა“„ანდერლეხტთან“ მტკივნეული მარცხი განიცადა #1TVSPORT

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-18 ტურში გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ „ანდერლეხტს“ უმასპინძლა და სამწუხაროდ, დიდი ანგარიშთ და უშანსოდ დამარცხდა.

ბელგიურმა მედიამ დააანონსა, რომ ეს მატჩი გიორგი მიქაუტაძისა და ლიორ რაფაელოვის დაპირისპირება იქნებოდა, მაგრამ მთავარ ბელგიურ ლიგაში დაწინაურებულმა „სერენმა“ ბევრად უფრო გამოცდილ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და 0:5 დამარცხდა.

ანდერლეხტი“ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დაწინაურდა 0:3, ერთ-ერთი გოლი კი სოწრედ რაფაელოვმა გაიტანა. გიორგი მიქაუტაძე „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ეს არც მისი გუნდის დღე იყო და არც ქართველი ლეგიონერის. „ანდრლეხტის“ მცველებმა ქართველი თავდამსხმელი და მისი გუნდელები საიმედოდ ჩაკეტეს.

ბელგიის ჟუპილერ ლიგის 18 ტურის შემდეგ „სერენი“ 19 ქულით მე-15 პოზიციაზეა. გიორგი მიქაუტაძემ 11 შეხვედრაში 7-ჯერ გაიტანა, ხოლო ბელგიის თასზე კიდევ 4 გოლი მიითვალა.