მიქაუტაძე მსოფლიოს საუკეთესო 23-წლამდე თავდამსხმელებში მეოთხე ადგილზეა #1TVSPORT
მიქაუტაძე მსოფლიოს საუკეთესო 23-წლამდე თავდამსხმელებში მეოთხე ადგილზეა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე 23-წლამდელ მსოფლიოს საუკეთესო გოლეადორებში მოხვდა. საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი მსოფლიოს გამორჩეული ფორვარდების გვერდით დაასახელეს.

სიას ერლინგ ჰალანდი ლიდერობს, რომელმაც, ასაკის მიუხედავად, ფენომენალური შედეგი დააფიქსირა – „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პროფესიულ ფეხბურთში უკვე 252 გოლის გატანა მოახერხა.

მეორეზე მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი შემტევი ვინისიუს ჯუნიორია, რომლის ანგარიშზეც კარიერაში 100 გოლია, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშის, ფილ ფოდენის მონაგარი 89 ზუსტი დარტყმაა.

ინგლისელს ოდნავ ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა მიქაუტაძე. „მეფე ჟორჟმა“ (როგორც საფრანგეთში მონათლეს) პროფესიულ დონეზე თამაში 2019 წელს „მეცში“ დაიწყო, მაგრამ რეალურად სათამაშო პრაქტიკა 2020–2022 წლებში „სერენში“ მიიღო, სადაც ბელგიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო გასულ სეზონში იგივე ჯილდო საფრანგეთის ლიგა2-ში გამოსვლით დაიმსახურა – პლუს საუკეთესო ბომბარდირისა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი მიიღო.

ერთადერთი გუნდი მის კარიერაში „აიაქსია“, სადაც თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა და არ გაუტანია. მაგრამ „მეცში“ დაბრუნებულმა იანვრის შემდეგ 11 გოლი გაიტანა (მანამდე 2 გოლი იყო მის ანგარიშზე) და ლიგა 1-ის ბომბარდირებში მე-6 ადგილზე დაწინაურდა.

23 წლის და უმცროსი ასაკის ტოპ-10 ბომბარდირი

1️ ერლინგ ჰაალანდი, მანჩესტერ სიტი 252 (23 წლის)

2️ ვინისიუს ჯუნიორი, რეალი 100 (23)

3️ ფილ ფოდენი, მანჩესტერ სიტი 89 (23)

4️ გიორგი მიქაუტაძე, მეცი 82 (23)

5️ დომინიკ სობოსლაი, ლივერპული 81 (23)

6️ ბენჯამინ სესკო, ლაიფციგი 79 (20)

7️ როდრიგო, მანჩესტერ სიტი 76 (23)

8️ იური ალბერტო, კორინტიანსი 75 (23)

9️ სანტიაგო ხიმენესი, ფეიენოორდი 74 (23)

10 ტის დალინგა, ტულუზა 74 (23)