მიქაუტაძე მატჩის გმირია - ქართველ თავდამსხმელს რეი ჩარლზის სიმღერა მიუძღვნეს #1TVSPORT
მიქაუტაძე მატჩის გმირია - ქართველ თავდამსხმელს რეი ჩარლზის სიმღერა მიუძღვნეს #1TVSPORT

მიქაუტაძე „როდეზთან“ გასვლაზე მოგებული (4:1) მატჩის გმირი გახდა – „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა, გოლებზე არანაკლებ ეფექტური საგოლე გადაცემა შეასრულა და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.

გიორგის „სოფასქორმა“ 8,8 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. 6 ტურის შემდეგ გიორგის შესანიშნავი სტატისტიკური მაჩვენებლები გააჩნია. მან 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ სულ სეზონის სტარტზე „მეცმა“ 13 გოლი გაიტანა – ამ გოლების 61.5 პროცენტში კი მიქაუტაძე მონაწილეობდა, რაც ძალიან მაღალი და გამორჩეული მაჩვენებელია.

როდეზთან“ შეხვედრაში „სოფასქორმა“ მიქაუტაძეს მაღალი შეფასება დაუწერა – 8,8 ქულა. FootballReport-მა კი მისი სტატისტიკა გამოაქვეყნა:

გიორგი მიქაუტაძე

71 წუთი

2 გოლი

1 ასისტი

3 დარტყმა კარში (2 ზუსტი)

25 ზუსტი პასი (89,3%)

3 საკვანძო პასი

1 პასი ბოლო მესამედში

45 შეხება ბურთთან

7 დრიბლინგი (3 წარმატებული)

8 საჰაერო დუელი (3 მოგებული)

ლიგა2-ის ფეხბურთელთა საერთო რეიტინგში, მიქაუტაძის ქულათა საშუალო მაჩვენებლის გრაფაში 7,62 ქულა წერია და ლიგის მოთამაშეებში მესამე ადგილზეა. პირველზე გიორგის თანაგუნდელი და მეგობარი იუსუფ მასიზია (7.80), რომელთან ერთადაც „სერენშიც“ თამაშობდა და ბოლო ტურში პირველი გოლი სწორედ მისი გადაცემით გაიტანა.

მეცის“ გულშემატკივართა გვერდმა We Love Grenat კი მიქაუტაძის პატივისცემის ნიშნად რეი ჩარლზის ცნობილი ჰიტი გამოაქვეყნა – Georgia On My Mind.