მიქაუტაძე „ლიონში“ 69-ნომრიანი მაისურით ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
მიქაუტაძე „ლიონში“ 69-ნომრიანი მაისურით ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

„ლიონმა“ სოციალურ ქსელშ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი მიქაუტაძე მომავალ სეზონში კლუბში 69-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

საფრანგეთში რეგიონებსა და ქალაქებს საკუთარი კოდები აქვთ მინიჭებული. მიქაუტაძე ლიონში დაიბადა, გაიზარდა და ფეხბურთის თამაშიც ამ ქალაქში დაიწყო, ეს ნომერიც ქალაქის საპატივცემულოდ აირჩია – ამის შესახებ გამოცემა getfootballnewsfrance წერს.

„ლიონისთვის 69 მნიშვნელოვანი რიცხვია. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ (LFP) სათამაშო ნომრებზე შეზღუდვები გააუქმა, „ლიონის“ გულშემატკივრები ითხოვდნენ, რომ ნომრით, რომელიც მათ ქალაქთან ასოცირდება, რომელიმე ფეხბურთელს ეთამაშა. მას ადრე კლუბის აკადემიის აღზრდილი, ფლორენტ სანჩესი ატარებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ნახევარმცველმა კლუბი იჯარით დატოვა ნომერი თავისუფალი გახდა, ახლა კი იგი გიორგი მიქაუტაძემ აირჩია.

„ლიონმა“ „მეციდან“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი 18,5 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ მაშინ არ გაამჟღავნეს, რა ნომრით ითამაშებდა მიქაუტაძე, რომელიც „მეცში“ 10 ნომერი იყო, „ათიანს“ კი „ლიონში“ გუნდის კაპიტანი, ალექსანდრე ლაკაზეტი ატარებს“, – წერს ფრანგული გამოცემა.