მიქაუტაძე ლიგა 2-ის წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
მიქაუტაძე ლიგა 2-ის წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

შესანიშნავი თამაშის წყალობით, „მეცის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გულშემატკივრებმა საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

„მეცის“ ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-მა მარცხენა შემტევის ამპლუაში კიდევ ოთხ ნომინანტთან ერთად დაასახელა – გულშემატკივრებმა კი უპირატესობა მიქაუტაძეს მიანიჭეს.

22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, მეტი მხოლოდ „ბორდოს“ თავდამსხმელმა, ჯოშ მაიამ მოახერხა (11 გოლი + 3 პასი).

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძესთან ერთად „მეციდან“ კიდევ სამი ფეხბურთელი იყო ნომინირებული, მაგრამ გულშემატკივრებმა პირველ ადგილზე და, შესაბამისად, სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ მიქაუტაძე დაასახელეს.