მიქაუტაძე ისევ გამორჩეულია - „ჰათაიასპორს“ ლობჟანიძის ასისტმაც ვერ უშველა #1TVSPORT
მიქაუტაძე ისევ გამორჩეულია - „ჰათაიასპორს“ ლობჟანიძის ასისტმაც ვერ უშველა #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ „ჰათაისფორში“ შეუცვლელად ითამაშა თურქეთის სუპერლიგის მორიგი მატჩში „გაზიანთეფთან“, რომელშიც მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.

31-ე წუთზე ლობჟანიძის საგოლე გადაცემით აიუბ ელ-კააბიმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ „გაზიანთეფმა“ 49-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და ქართველის გუნდი (რომელმაც 3 ტურიდან მხოლოდ 2 ჩაატარა) კვლავ უქულოდ დატოვა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში – „მეცის“ შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძემ თავი ისევ გამოიჩინა „ლავალთან“ ფრედ დასრულებულ გასვლით შეხვედრაში – 3:3. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგის არ გაუტანია, მაგრამ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა – 21-ე წუთზე იბრაჰიმ ნიანეს გაატანინა, ხოლო 35-ე წუთზე მატიე უდოლს, 81-ე წუთზე კი შეცვალეს. ამ დროისთვის „მეცი“ 2:3-ს იგებდა, მაგრამ 58-ე წუთიდან კაცნაკლული იყო („მეცს“ მეკარე გაუგდეს). ამით „ლავალმა“ ისარგებლა და 90+2-ე წუთზე ქულა გადაარჩინა. მეოთხე დამატებულ წუთზე „მეცს“ მეორე მოთამაშეც გაუგდეს.

„მეცი“ 4 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო მიქაუტაძეს 4 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.