მიქაუტაძე ფანტასტიკურ სერიას აგრძელებს - ქართველი „მეტოქეების კოშმარად“ მონათლეს (ვიდეო)

გიორგი მიქაუტაძე ბელგიაში ფანტასტიკასთან მიახლოებული შედეგიანობის სერიას აგრძელებს – წინა ტურში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, 19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო ტურშიც 3 გოლი გაიტანა.

ბელგიის პირველი დივიზიონის მორიგ ტურში ქართველის გუნდმა, „სერაინმა” შინ ბელგიური გრანდის, „ბრიუგეს“ სარეზერვო გუნდს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა.

მიქაუტაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შუეცვლელად ითამაშა და გოლები 38-ე, 48-ე და 52-ე წუთებზე გაიტანა. ამასთან, პირველი საგოლე შეტევა მან განავითარა და ერთი კარგი დარტყმის შემდეგ მისი გუნდი “ბრიუგე 2-ის” მეკარემ გადაარჩინა.

19 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 6 შეხვედრაში 12 გოლია – საშუალოდ ორი გოლი შეხვედრაში, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. მატჩის კომენტატორმა 19 წლის გიორგი მიქაუტაძეს მესამე გოლის შემდეგ „მეტოქეების კოშმარი“ უწოდა.

ზეიმი „სერაინის“ გასახდელში გაგრძელდა, საიდანაც ჩანს, რომ გიორგი მიქაუტაძე (ნომერი 18) გუნდის ლიდერი არა მხოლოდ მოედანზეა, არამედ გასახდელშიც.