მიქაუტაძე ევროპალიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT
მიქაუტაძე ევროპალიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე ევროპის ლიგის მე-5 ტურის მეორე საუკეთესო მოთამაშეა – ასეთია Whoscored-ის შეფასება.

საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელმა ბაქოში „ყარაბაღთან“ გამართულ შეხვედრაში გაიბრწყინა და ევროტურნირებზე საგოლე ანგარიში გახსნა. გიორგიმ მე-15 წუთზე პირველი გოლი გაიტანა, ხოლო მე-80 წუთზე დუბლი შეასრულა და ფრანგების გამარჯვებაში (4:1) მთავარი როლი ითამაშა.

ცნობილმა საერთაშორისო პორტალმა ქართველ ფეხბურთელის თამაში 9,2 ქულით შეაფასა და ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, შემდეგ კი მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

რჩეულ თერთმეტეულში მიქაუტაძეს მეორე ყველაზე მაღალი შეფასება აღმოაჩნდა „რეინჯერსის“ თავდამსხმელის, ჰანზა იგამანეს შემდეგ, რომელმაც „ნიცასთან“ მოგებულ (4:1) მატჩში დუბლთან ერთად, საგოლე გადაცემაც შეასრულა.

საინტერესოა, რომ „ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ Sofascore-მაც დაასახელა, მაგრამ ტურის სიმბოლურ გუნდში მოულოდნელად არ მოახვედრა.