მიქაუტაძე და დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორედ მოხვდნენ #1TVSPORT
მიქაუტაძე და დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორედ მოხვდნენ #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ. რჩეულები ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.

მიქაუტაძემ „პარიზთან“ საშინაო შეხვედრაში პენალტი გამოიყენა და „მეცს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1). დავითაშვილს „ვალანსიენთან“ გასვლაზე მოგებულ (2:0) დაპირისპირებაში გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ მოედანზე ძალიან აქტიური იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ტურის რჩეულებში ერთად ზედიზედ მეორედ დაასახელეს, ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა ისინი 32-ე ტურშიც გამოარჩია. მიქაუტაძე კი საუკეთესოებს შორის ამ სეზონში უკვე მესამედაა.