მიქაუტაძე აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეებშია ნომინირებული #1TVSPORT
მიქაუტაძე აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეებშია ნომინირებული #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეთა შორის წარადგინეს – „მეცის“ ქართველი ფორვარდი რჩეულ ოთხეულში ფრანგულმა ინტერნეტპორტალმა, MaLigue2-მა დაასახელა.

გიორგი მიქაუტაძე – ფორვარდი, მეცი

ილან ქებალი – ნახევარმცველი, პარიზი

ჯოშ მაჯა – ფორვარდი, ბორდო

ნილს ნკუნკუ – მცველი, სენტ-ეტიენი

საუკეთესოები ლიგა 2-ის 29-დან 33-ე ტურის მატჩების მიხედვით შეარჩიეს. MaLigue2-ის ცნობით, ფეხბურთელები გამოცემის სამმა რედაქტორმა ერთმანეთთან კონსულტაციის გარეშე წარადგინა, ხმის მიცემა კი შაბათს, 6 მაისს, 13:00 საათზე დასრულდება.

„ხუთ თამაშში – ექვსი გოლი. შეგვეძლო აქ გავჩერებულიყავით, რომ აპრილის ტოპ ოთხეულში მიქაუტაძის ყოფნა გაგვემართლებინა. თუმცა, ეს მიქაუტაძის დამსახურებებს სრულად ვერ ასახავს. საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი, უბრალოდ, შეუჩერებელია და, აპრილში „პოსთან“ მატჩის გარდა (რომელიც ფრედ დასრულდა), ყველა მეტოქეს გაუტანა.

ეს შემდეგზე მოწმობს: როდესაც მიქაუტაძეს გააქვს, „მეციც“ კარგად თამაშობს. და თუ გუნდს ლიგა 1-ში გადასვლის ამბიცია გააჩნია და ამის კარგი შანსები აქვს, ეს ქართველი თადასხმელის დამსახურებაა, რომელმაც სეზონში უკვე მე-20 გოლი გაიტანა. არ დავივიწყოთ მიქაუტაძის შემოქმედებითი ასპექტი და გოლების გატანაში თანაგუნდელების დახმარების უნარიც – იმის მიუხედავადაც, რომ აპრილში საგოლე პასი არ გაუკეთებია“, – წერს ფრანგული გამოცემა.

აპრილის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში ჯერჯერობით „მეცის“ ქართველი მოთამაშე მეორე ადგილზეა:

მაჯა (ბორდო) 66.8%

მიქაუტაძე (მეცი) 18.8%

ნკოუნკოუ (სენტ-ეტიენი) 10.8%

ქაბალი (პარიზი) 3.6%

ხმის მიცემა შეიძლება ამ ბმულზე