მიქაუტაძ საფრანგეთში გაიტანა - „ლიონმა“ „ანჟერი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ლიგა 1-ში „ანჟერს“ ესტუმრა და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 3:0, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა თავდამსხმელმაც შეიტანა.
„ლიონმა“ პირველივე ტაიმში მოიპოვა უპირატესობა. 26-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ნიკოლა ტალიაფიკომ ანგარიში გახსნა. სტუმრებმა მეორე ტაიმში უპირატესობა გაზარდეს. 55-ე წუთზე „ანჟერის“ კარი რაიან ჩერქიმ აიღო.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 68-ე წუთზე გუნდის კაპიტნის, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად შევიდა. გიორგის 87-ე წუთზე კი კუთხურის გათამაშების შემდეგ შეეძლო გატანა, მაგრამ კარის წინ მცველი გადაეფარა და სტუმრები გადაარჩინა. მაგრამ 88-ე წუთზე ქართველმა თავდამხმელმა მაინც გაიბრწყინა – ორ მცველს ეფექტურად გასცდა და მახვილი კუთხიდან ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
„ლიონმა“ ამ მოგებით 25 ქულა დააგროვა და ლიგა 1-ში გამართული 14 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძემ მიმდიანრე სეზონში მესამე გოლი გაიტანა – მის ანგარიშზე ასევე ერთი საგოლე გადაცემაა.