მიქაძე „სამგურალს“ აღარ გაწვრთნის - კლუბმა მას ხელშეკრულება გაუწყვიტა #1TVSPORT
მიქაძე „სამგურალს“ აღარ გაწვრთნის - კლუბმა მას ხელშეკრულება გაუწყვიტა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, კლუბმა გიორგი მიქაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა, – ამ მოულოდნელ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გიორგი მიქაძე წყალტუბოს „სამგურალს“ აღარ გაწვრთნის. მთავარ მწვრთნელთან შრომითი ხელშეკრულება კლუბის გადაწყვეტილებით შეწყდა. მადლობას ვუხდით გიორგის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, – წერია „სამგურალის“ მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

გიორგი მიქაძემ წყალტუბოს „სამგურალი“ ზუსტად ერთი წლის წინ ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოსო ფრუიძე შეცვალა.

41 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდი ლიდერებში არსებობის ისტორიაში პირველად დაწინაურდა და, საბოლოოდ, მესამე ადგილი მხოლოდ ბოლო ტურში დათმო.

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა მიქაძე დასრულებულ სეზონში მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა. რა გახდა მიზეზი, რის გამოც გიორგი მიქაძეს კლუბმა ხელშეკრულება შეუწყვიტა, უცნობია.