მინუს ორი ლეგიონერი - „დილა“ მოთამაშეებს შეელია
მინუს ორი ლეგიონერი - „დილა“ მოთამაშეებს შეელია

გორის „დილა“ კიდევ ორ ფეხბურთელს შეელია, გუნდი ფელიპე პაიმმა და ისიფუ ლემპტიმ დატოვეს – ინფორმაციას „დილას“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გორის საფეხბურთო კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, ორივე მათგანს გუნდთან კონტრაქტი დაუსრულა და კარიერას სხვა კლუბებში გაგრძელებენ.

ცნობილია, რომ აქამდე გუნდი სხვა ლეგიონერებმაც დატოვეს – ერიკს სანტოსმა და ალვინ ფორტესმა, ხოლო ლეანდრო რიბეირომ საქართველოში თამაშს კორეის რანგით მეორე ლიგის აუტსაიდერ გუნდში თამაში ამჯობინა.

ამავე დროს, წელს „დილამ“ რამდენიმე ლეგიონერი დაიმატა – 19 წლის მალაველი ვინგერი, ფრანცისკო მადინგა და მალის ეროვნული ნაკრების შემტევი, 20 წლის მამაიე კულიბალი შეემატა, ხოლო ალეფ სანტოსის კონტრაქტი ბათუმის „დინამოდან“ გამოისყიდეს.