მინსკში რუსეთთან შესაძლო ინტეგრაციის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა
მინსკში რუსეთთან შესაძლო ინტეგრაციის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა

მინსკში რუსეთთან შესაძლო ინტეგრაციის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. დემონსტრანტები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. დემონსტრაცია ოპოზიციონერი ნიკოლაი სტატკევიჩის მიერ იყო ორგანიზებული.

მანამდე სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია მოხდება.

თავად ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მიუხედავად ამ ინიციატივისა, ბელარუსი დამოუკიდებლობას არასდროს დაკარგავს.