მინსკში „ქალების მარში“ გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდეს
მინსკში „ქალების მარში“ გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდეს

ბელარუსის დედაქალაქში „ქალების მარში“ გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდეს.

დემონსტრანტების უმეტესობას ეროვნულ სამოსი ეცვა. მათ ხელში ბუშტები, ყვავილები და დროშები ეჭირათ.

„ეს ჩვენი ქალაქია“, „უმჯობესია, ჩვენ დაგვიცვათ“ – სკანდირებდნენ ე.წ. სოლიდარობის მარშის მონაწილეები.

აქციაზე უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. „ქალების მარში“ სერიოზული ინციდენტების გარეშე დასრულდა. თუმცა, ბელარუსული მედია იუწყება, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს რამდენიმე ადამიანი. მათ შორის იყვნენ ჟურნალიტები, რომლებიც მოგვიანებით, გაათავისუფლეს.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 20 დღეზე მეტია, არ წყდება. მომიტინგეები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს აპროტესტებენ, რა დროსაც ზედიზედ მეექვსედ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.