მინსკში მეორე ევროპული თამაშების მედლების პრეზენტაცია გაიმართა
მინსკში მეორე ევროპული თამაშების მედლების პრეზენტაცია გაიმართა

მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ორგანიზატორებმა საზოგადოებას პრიზიორებისთვის განკუთვნილი მედლები წარუდგინეს. 540-გრამიანი მედლების დიამეტრი 9.5 სანტიმეტრია, რაც სიმბოლურად ბელარუსის მოსახლეობის რაოდენობას (9.5 მილიონი) აღნიშნავს. სისქე 1 სანტიმეტრია. სამივე ხარისხის მედლის დასამზადებლად გამოყენებულია ოქრო, 999 სინჯის ვერცხლი და ბრინჯაო. საფარის სიმტკიცისთვის გამოყენებულია ბელარუსი გამომგონებლების მიერ შექმნილი ტექნოლოგია – ნანოალმასები. თავად მედლის კორპუსი სპეციალური შენადნობის, ტომპაკისგან არის ჩამოსხმული. თითოეული ჯილდოსთვის საბოლოო სახის მისაცემად სპეციალისტებს 20 საათი დასჭირდათ.

ჯამში დამზადდა 1084 მედალი – 329 ოქროსი, ამდენივე ვერცხლის და 426 ბრინჯაოსი. დიზაინში გათვალისწინებულია ბელარუსის ტრადიციული ჭედური ტექნიკა, კულტურა და ბუნების ელემენტები. ყველა მედალზე გამოსახულია მზე, რაც ცხელი ზაფხულის დღეებს აღნიშნავს.

დატოვე კომენტარი