მინსკში ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა
მინსკში ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

მინსკში ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრების განცხადებით, მათ სცადეს მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტაქტზე გასვლა, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს პრეზიდიუმი აირჩიეს. საბჭომ ასევე რეზოლუცია მიიღო, რომელშიც წერია, რომ საბჭოს წევრები ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვს.