მინსკში აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
მინსკში აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

მინსკში ოპოზიციის საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ამასთან, დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ოპოზიციის დემონსტრაცია კვლავ მინსკის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა. სხვადასხვა მონაცემებით, აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

მანამდე, ბელარუსის დედაქალაქში განათების სამინისტროსთან მასწავლებლების მიტინგი გაიმართა, რომელშიც 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები სასწავლო დაწესებულებებიდან პოლიტიკური ნიშნით პედაგოგების სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.

პარალელურად, მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი დემონსტრაციაც გაიმართა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ იმართება.