მინო რაიოლას სურს, ჰალანდი გახდეს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვისაც კვირაში ხელფასი 1.1 მილიონი ევრო ექნება #1TVSPORT
მინო რაიოლას სურს, ჰალანდი გახდეს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვისაც კვირაში ხელფასი 1.1 მილიონი ევრო ექნება #1TVSPORT

ევროპულ პრესაში ისევ აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ „დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას დატოვოს გუნდი.

ახალი ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა აპირებს მაქსიმალურად სარფიანი კონტრაქტი მოიპოვოს თავისი კლიენტისთვის. კერძოდ, იტალიელს სურს, რომ ჰალანდს ახალ კლუბში ჰქონდეს კვირაში 1.1 მილიონი ევრო.

თუ პოტენციური მყიდველი დათანხმდება ამგვარ პირობებს, ნორვეგიელი პირველი ფეხბურთელი გახდება ისტორიაში, ვინც ასეთ ხელფასს მიიღებს.

ამასთან, ბევრი კლუბი, სავარაუდოდ, უარს იტყვის ჰალანდის ტრანსფერზე. გამოცხადებული მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლიათ მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“, „რეალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ჰალანდს სურს „დორტმუნდის“ ზაფხულში დატოვება. რაიოლა ესპანეთში იმყოფებოდა „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ მოსალაპარაკებლად, შემდეგ კი პრემიერლიგის სამ კლუბს შეხვდა – „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“. თავად ფეხბურთელი უპირატესობას „რეალს“ ანიჭებს.

ჰალანდის კონტრაქტი „დორტმუნდთან“ 2024 წლის ივნისამდეა ძალაში.